

ინტერნეტს კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებას უწოდებენ. მას დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი იყენებს. ინტერნეტი გაცილებით მეტ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე ტელევიზია, რადიო ან პრესა. სხვათაშორის წამყვან მედიასაშუალებებს აქვთ საკუთარი ვებ-გვერდები. CNN, BBC, ABC, NBC, Deutsche Welle, თვით ქართულ ტელეარხებსაც (რუსთავი 2, პირველი არხი, იმედი, მაესტრო..) გაზეთები (USA Today, New York Times, 24 საათი საქართველოში…), რადიოები: “თავისუფლება” და “იმედი” და სხვები. მედიასაიტები ყოველთვის მაღალი რეიტინგით გამოირჩევიან. ინტერნეტ ჟურნალისტიკის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია მოგაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებების ელემენტებით: აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, გრაფიკა, ტექსტი.. ამავდროულად გაზეთთან შედარებით მეტად ოპერატიულია და მუდმივად შესაძლებელია ინტერნეტში ინფორმაციის განახლება, ტელევიზიასთან შედარებით კი მეტად ინფორმატიული.
ბოლო ხანებში ძალიან პოპულარული გახდა თავისუფალი ბლოგები. ზოგიერთი ბლოგი ტოპ.ჯი-ს რეიტინგების სიაში საინფორმაციო სააგენტოების ვებ გვერდებზე რეიტინგულიც კი არის მაგალითად, ქართულ ბლოგოსფეროში ზოგიერთი პერსონალური გვერდი წინ უსწრებს აჭარის ტელევიზიას, მედიანიუსს, ფაქტნიუზს, ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” ვებ გვერდსაც.
კარგი "პოსტია". მისასალმებელია რომ კონკრეტული ფაქტებიც მოიშველიე, მაგ. ტოპ.ჯე.
ReplyDelete