Wednesday, March 17, 2010

ბლოგსფერო საქართველოში:


ადამიანებს ყოველთვის სურთ ისაუბრონ იმ თემებზე რაც ხდება მათ ცხოვრებაში, ქვეყანაში და საერთოდ მსოფლიოში.ინტერნეტის საშუალებით ჩვენ ვუკავშირდებით ერთმანეთს,ვიცნობთ ადამიანებს,ვიღებთ ახალ ინფორმაციას;ბლოგი კი ამ ყველაფერს აერთიანებს და გვაძლევს საშუალებას დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრებები ამა თუ იმ თემაზე.
საქართველოში ბლოგი განვითარების პროცესშია,თანდათან ხვდებიან მის მნიშვნელობას. უამრავი ბლოგია უკვე შექმნილი სხვადასხვა თემებზე.ბლოგი წარმატებული ალბათ უფრო მაშინ ხდება როცა შენს ქვეყანაში იმ დროისათვის, აქტუალურ თემებს განიხილავ.
დღეს უკვე საქართველოში ყველა თემაზე შეგვიძლია ბლოგის ნახვა მაგ.:
მედია,ბიზნესი და ეკონომიკა,გარესამყარო,განათლება,გართობა,ინტერნეტი,ჰაი-ტექი, კორპორატიული,მუსიკა,პირადი,პოლიტიკა,მეცნიერება,მსოფლმხედველობა,სპორტი,ხელოვნება,ჯანმრთელობა და სხვადასხვა.შეგვიძლია შევიდეთ,ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ან კითხვები დავსვათ ,ბლოგი ყოველთვის განახლებადია და უფრო დინამიური სახე აქვს.ამ თემების საქართველოში ნახვა შეგიძლია ბლოგის შემდეგ მისამართებზე მაგ. : Bloggroll.ge , http://fazanda.wordpress.com , http://sweet.ge, http://dodka.ge , http://landish.ge , http://spiais.ucoz.com და ა.შ.
ასე ,რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ბლოგის განვითარებაზე,გახდი ბლოგერი და იყავი წარმატებული.

4 comments:

  1. კარგი პოსტია :) ბლოგური :)

    შენი მოსაზრებებიც არის და კონკეტული ინფორმაციაც ლინკების სახით :)

    ReplyDelete