Friday, May 14, 2010

უნიკალური საძიებო სისტემა - Google:


დამეთანხმებით,რომ თუ არა საძიებო სისტემა- google ბევრი რამ გაუგებარი და უნახავი დაგვრჩებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ყველასათვის ცნობილი ეს ვებგვერდი ,ოდესღაც სტუდენტებმა გააკეთეს,რომლებმაც შეიძლება თავიდან არც კი იცოდნენ ,რომ ამ გართობის მიზნით წამოწყებულ პროექტში, ისინი უდიდეს პოპულარობასა და მოგებას მოიპოვებდნენ.
ეს ახალგაზრდები გახლდათ ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი,ბევრს შეიძლება ამ ახალგაზრდობის შედევრის არ სჯეროდა,მაგრამ მათ გაუღიმათ ბედმა და ისინი დაასპონსორა ენდი ბეჩტოლშეიმმა.მას 100.000 დოლარი დაუჯდა მისი გაკეთება და გაკეთდა სან მაიკროსისტემსისის მიერ.
გუგლი (Google) — ამერიკული კორპორაციის Google Inc,მისი ვებ-გვერდის და საძიებო სისტემის სახელი. ის დაარსდა 1996 წელს. დღეს გუგლი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემა მთელ მსოფლიოში. გუგლის თავდაპირველი ვერსია ინგლისურ ენოვანი იყო. დღეს სისტემა ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე. როგორც იცით, გუგლი არსებობს საქართველოშიც. მალე იგი გადაითარგმება იმ ენებზეც, რომელზეც ჯერ არ არის და იგი მალე იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპიუტერული ძებნის სისტემა.
დღეს 21-ე საუკუნეში გვაქვს უნიკალური ვებგვერდი ,რომელიც ყველა ჩვენთაგანის დამხმარეა ნებისმიერი საკითხის,სურათების,ვიდეოების მოძიებაში.
ცხოვრება გრძელდება,ინტერნეტი განვითარების მწვერვალზეა,მაგრამ ვიმედოვნეფ ბევრი სიახლეა კიდევ ინტერნეტის ცხოვრებაში ,ყველამ უნდა ვიზრუნოთ მის განვითარებაზე და შევიტანოთ წვლილი ამის დიდი სურვილი მაქვს,მთავარია „იდეა და გამართლება“ ...ყველას წარმატებებს გისურვებთ,მერწმუნეთ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა გამდიდრებისა და პოპულარობის მიზნით.

No comments:

Post a Comment