Wednesday, March 17, 2010

ბლოგსფერო საქართველოში:


ადამიანებს ყოველთვის სურთ ისაუბრონ იმ თემებზე რაც ხდება მათ ცხოვრებაში, ქვეყანაში და საერთოდ მსოფლიოში.ინტერნეტის საშუალებით ჩვენ ვუკავშირდებით ერთმანეთს,ვიცნობთ ადამიანებს,ვიღებთ ახალ ინფორმაციას;ბლოგი კი ამ ყველაფერს აერთიანებს და გვაძლევს საშუალებას დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრებები ამა თუ იმ თემაზე.
საქართველოში ბლოგი განვითარების პროცესშია,თანდათან ხვდებიან მის მნიშვნელობას. უამრავი ბლოგია უკვე შექმნილი სხვადასხვა თემებზე.ბლოგი წარმატებული ალბათ უფრო მაშინ ხდება როცა შენს ქვეყანაში იმ დროისათვის, აქტუალურ თემებს განიხილავ.
დღეს უკვე საქართველოში ყველა თემაზე შეგვიძლია ბლოგის ნახვა მაგ.:
მედია,ბიზნესი და ეკონომიკა,გარესამყარო,განათლება,გართობა,ინტერნეტი,ჰაი-ტექი, კორპორატიული,მუსიკა,პირადი,პოლიტიკა,მეცნიერება,მსოფლმხედველობა,სპორტი,ხელოვნება,ჯანმრთელობა და სხვადასხვა.შეგვიძლია შევიდეთ,ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ან კითხვები დავსვათ ,ბლოგი ყოველთვის განახლებადია და უფრო დინამიური სახე აქვს.ამ თემების საქართველოში ნახვა შეგიძლია ბლოგის შემდეგ მისამართებზე მაგ. : Bloggroll.ge , http://fazanda.wordpress.com , http://sweet.ge, http://dodka.ge , http://landish.ge , http://spiais.ucoz.com და ა.შ.
ასე ,რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ბლოგის განვითარებაზე,გახდი ბლოგერი და იყავი წარმატებული.

Wednesday, March 10, 2010

ინტერნეტმედია:


ინტერნეტ მედია ძალიან წარმატებულია როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში.
ალბათ პირველი მიზეზი და უმთავრესი სიტყვის თავისუფლებაა,რადგან ტელევიზიაში არსებული შეზღუდვები ინტერნეტ მედიაზე არ ვრცელდება.
საქართველოში თითქმის ყველა სატელევიზიო არხს აქვს თავისი ვებგვერდი,მაგალითად იმედი,რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებლობა,მაესტრო და ა.შ.
ინტერნეტმედია ძალიან მოსახერხებელია და მრავალფეროვანი ყველასთვის.
მკითხველს შეუძლია ისარგებლოს აუდიო,ვიდეოჩანაწერებით,ტექსტები,მომხმარებელს ასევე შუძლიათ თვითონაც დააფიქსირონ თავიანთი აზრი.
ამას გარდა ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ საიტებზე interes.ge,ambebi.ge,internet ge.ინფორმაცია ასეთ საიტებზე არის მუდმივად განახლებადი.

Tuesday, March 2, 2010

ინფორმაცია ქართული ინტერნეტ მედია საშუალებების შესახებ:



ინტერნეტს კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებას უწოდებენ. მას დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი იყენებს. ინტერნეტი გაცილებით მეტ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე ტელევიზია, რადიო ან პრესა. სხვათაშორის წამყვან მედიასაშუალებებს აქვთ საკუთარი ვებ-გვერდები. CNN, BBC, ABC, NBC, Deutsche Welle, თვით ქართულ ტელეარხებსაც (რუსთავი 2, პირველი არხი, იმედი, მაესტრო..) გაზეთები (USA Today, New York Times, 24 საათი საქართველოში…), რადიოები: “თავისუფლება” და “იმედი” და სხვები. მედიასაიტები ყოველთვის მაღალი რეიტინგით გამოირჩევიან. ინტერნეტ ჟურნალისტიკის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია მოგაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებების ელემენტებით: აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, გრაფიკა, ტექსტი.. ამავდროულად გაზეთთან შედარებით მეტად ოპერატიულია და მუდმივად შესაძლებელია ინტერნეტში ინფორმაციის განახლება, ტელევიზიასთან შედარებით კი მეტად ინფორმატიული.
ბოლო ხანებში ძალიან პოპულარული გახდა თავისუფალი ბლოგები. ზოგიერთი ბლოგი ტოპ.ჯი-ს რეიტინგების სიაში საინფორმაციო სააგენტოების ვებ გვერდებზე რეიტინგულიც კი არის მაგალითად, ქართულ ბლოგოსფეროში ზოგიერთი პერსონალური გვერდი წინ უსწრებს აჭარის ტელევიზიას, მედიანიუსს, ფაქტნიუზს, ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” ვებ გვერდსაც.