
ინტერნეტი ყველა სფეროში და ყველასათვის ძალიან მოსახერხებელია.ჩვენი კომპიუტერის საშუალებით,შინიდან გაუსვლელად , შეგვიძლია მსოფლიო ამბების გაგება, ყველა სფეროში.
თუ გასული საუკუნის კონსერვატული მედია მხოლოდ ცალმხრივი კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლეოდა, განვითარებული ტექნოლოგიები მომხმარებელს საშუალებას აძლევს უკუკავშირი დაამყაროს და დაბლოკოს კიდეც რეკლამის მიღების პროცესი. ინტერნეტ სივრცემ კომუნიკაციის ახალი არეალი შექმნა. ფორუმებსა თუ ბლოგებზე მომხმარებლები მკაცრად აკრიტიკებენ იმ პროდუქტებს, რომლებიც არ მოსწონთ და აქებენ იმათ, რომლის კმაყოფილნიც არიან. კომუნიკაციის ეს ფორმა არაკონტროლირებადია და შეუძლია, პრობლემები შეუქმნას კომპანიებს. მარკეტერებიც მუდმივად ეძებენ გზებს, რათა გამოსავალი იპოვონ არსებული სიტუაციიდან. ისინი განსხვავებულ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს იყენებენ, რათა უფრო გაართულონ მომხმარებლისთვის მათ მიერ ინიცირებული კომუნიკაციის იგნორირება.
ერთ-ერთი ამგვარი სტრატეგია, რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება, “დათესვის” სახელითაა ცნობილი. იგი მოიცავს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროდუქტის განთავსების მეთოდებს და ითვალისწინებს სასურველი გზავნილების გადაცემას იმ ადამიანების მიერ, რომლებიც საზოგადოების თვალში ნდობას იმსახურებენ.
კომპანიები პროდუქტის განთავსების უამრავ სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ინტერნეტ სივრცეში ცნობილ სიმულაციურ თამაშებში ხშირად ვაწყდებით პოპულარული ბრენდების მაღაზიებს, პროდუქტებსა თუ ვირტუალურ რეკლამას.
კარგი ტექსტია :)
ReplyDeletedidi madloba :)
ReplyDelete