Sunday, August 15, 2010

"დაბლოგვა" მომენატრა, თქვენ?...:)








მართალია სასწავლო კურსი დამთავრდა,მაგრამ ეს ბლოგი ხომ ჩემია, ძალიან მომენატრა,რაღაცას წერ და გინდა გაუზიარო ყველას:)
რადგან ამ ბლოგის ისტორია ჩემს სასწავლო კურს უკავშირდება,მინდა ვუთხრა პირველ რიგში ჩემს კუნკულებს ( ჩემი ჯგუფი) ,რომ ძალიან მომენატრეთ ჩემო კუკნკულებო :)
მიხარია ,რომ თქვენი სახით ესეთი კარგი მეგობრები შევიძინე,ყველასგან გამორჩეულები ვართ თუნდაც იმით რომ სულ ვხვდებით ერთმანეთს , ვუზიარებთ ჩვენს სიხარულს და ტკივილს და გვიყავრს ერთად ყოფნა.
თქვენი წყალობით ლექციებიც უფრო საინტერესო და სახალისო ხდება,კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ ძალიან მიყვარხართ ჩემო გიჟუნებო :*****
არდადეგები მალე დამთავრდება და ისევ დაიწყება ჩვენი თავგადასავლებით სავსე კურსი :))))


P.S სიყვარულის ბუშტი გამისკდა, ახლა თქვენი დროა ...:)

Friday, May 14, 2010

უნიკალური საძიებო სისტემა - Google:


დამეთანხმებით,რომ თუ არა საძიებო სისტემა- google ბევრი რამ გაუგებარი და უნახავი დაგვრჩებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ყველასათვის ცნობილი ეს ვებგვერდი ,ოდესღაც სტუდენტებმა გააკეთეს,რომლებმაც შეიძლება თავიდან არც კი იცოდნენ ,რომ ამ გართობის მიზნით წამოწყებულ პროექტში, ისინი უდიდეს პოპულარობასა და მოგებას მოიპოვებდნენ.
ეს ახალგაზრდები გახლდათ ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი,ბევრს შეიძლება ამ ახალგაზრდობის შედევრის არ სჯეროდა,მაგრამ მათ გაუღიმათ ბედმა და ისინი დაასპონსორა ენდი ბეჩტოლშეიმმა.მას 100.000 დოლარი დაუჯდა მისი გაკეთება და გაკეთდა სან მაიკროსისტემსისის მიერ.
გუგლი (Google) — ამერიკული კორპორაციის Google Inc,მისი ვებ-გვერდის და საძიებო სისტემის სახელი. ის დაარსდა 1996 წელს. დღეს გუგლი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემა მთელ მსოფლიოში. გუგლის თავდაპირველი ვერსია ინგლისურ ენოვანი იყო. დღეს სისტემა ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე. როგორც იცით, გუგლი არსებობს საქართველოშიც. მალე იგი გადაითარგმება იმ ენებზეც, რომელზეც ჯერ არ არის და იგი მალე იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპიუტერული ძებნის სისტემა.
დღეს 21-ე საუკუნეში გვაქვს უნიკალური ვებგვერდი ,რომელიც ყველა ჩვენთაგანის დამხმარეა ნებისმიერი საკითხის,სურათების,ვიდეოების მოძიებაში.
ცხოვრება გრძელდება,ინტერნეტი განვითარების მწვერვალზეა,მაგრამ ვიმედოვნეფ ბევრი სიახლეა კიდევ ინტერნეტის ცხოვრებაში ,ყველამ უნდა ვიზრუნოთ მის განვითარებაზე და შევიტანოთ წვლილი ამის დიდი სურვილი მაქვს,მთავარია „იდეა და გამართლება“ ...ყველას წარმატებებს გისურვებთ,მერწმუნეთ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა გამდიდრებისა და პოპულარობის მიზნით.

Wednesday, May 5, 2010

ინტერნეტ მაღაზიები: amazon.com და ebay.com


21- ე საუკუნეში ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტ მაღაზიები,ის საუკეთესო გზაა მათთვის ვინც ძალიან დაკავებულია,მუშაობს ან უბრალოდ არ ცალია მაღაზიებში სიარულისთვის.ამას გარდა შენ შეგიძლია გამოიწერო ისეთი პროდუქტი რაც შენს ქვეყანაში ჯერ არ არის გაყიდვაში.მე ონლაინ მაღაზიების მოყვარული გავხდი,მისი ხათრით ბარათიც (visa classici) კი ავიღე,რომლითაც ნებისმიერ დროს პერსონალური კომპიუტერითაც შემიძლია გამოვიწერო უცხოური თუ ქართული პროდუქცია.ასეთი უამრავის საიტია,მაგრამ განსხვავება მათ შორის პროდუქტის მრავალფეროვნებაა. არსებობს ორი უდიდესი ონლაინ მაღაზია, სადაც ყველაფერია, რაც ადამიანს დააინტერესებს ფეშენებელური ტანსაცმლით დაწყებული წიგებით დამთავრებული.ესენი გახლავთ amazon. com და ebay.com.
ამაზონი არის უდიდესი ონლაინ სავაჭრო კომპანია,რომელიც დაარასა jef bezos - მა 1994 წელს(1995).თავდაპირველად წიგნების შეძენა შეიძლებოდა,შემდეგ კი გაფართოვდა მისი არჩევანი და დაემატა: VHS, DVD, music CDs and MP3s, computer software, video games, electronics, apparel, furniture, food, toys,და ა.შ..პირველი 5 წელი ის მოგებაზე არ მუშაობდა ანუ უფასო იყო და სწორედ ამით მან მოიპოვა პოპულარობა და დღეს ითვლება უმდიდრეს კომპანიად .მსოფლიოში ყველაზე დიდი მდინარის სახელი“ ამაზონი“ დაარქვა ბეზოსმა. მათი მთავარი ოფისი მდებარეობს ვაშინგტონში. შეუკვეთავ და ორ კვირაში სურათიდან რეალობად იქცევა შენი სურვილი.
ebay.com ეს ვებსაიტი ამაზონისგან განსხვავდება,აქ არის ონლაინ აუქციონი და ასევე ჩვეულებრივად ონლაინ მაღაზიაც. მსოფიოს მასშტაბით ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ონლაინ აუქციონზე.ის San Jose-ემ დაარსა , California-ში 1995 წელს.
ამ საიტის საშუალებით შეგვიძლია გამოვიწეროთ ახალი პროდუქტიც და მეორადიც.
საქართველოში შეზღუდვები დაწესდა გამბაჟებასთან დაკაბშირებით , 300 ლარის შემთხვევაში გამბაჟების ფულს იხდი,ამის გამო საქართველოში ცოტა პრობლემები გვექმნება.იმედი ვიკონიოთ ონლაინ მაღაზიებით სარგებლობა ახალი ხილი მალე აღარ იქნება საქართველოში და უფრო გამარტივდება.
მიმართეთ ონლაინ მაღაზიებს და დაზოგეთ დრო.

Wednesday, April 28, 2010

ინტერნეტ ბრაუზერები:


ყველა ვიყენებთ ინტერნეტ ბარუზერებს,მაგრამ არც ვიცით მათი მნიშვნელობა,მე სულ ახლახანს გავიგე ამ პროგრამების სიმრავლის შესახებ,რაოდენ მნიშვნელოვანია და რა უპირატესობებით გამოირჩევიან ისინი.
ყველასთვის საინტერესო იქნება,გავიგოთ თვითონ ბრაუზერების შესახებ,რომლებასაც მსოფლიო იყენებს და მათ გარეშე,ჩვენ ვერც კი შევძლებდით ინტერნეტის მოხმარებას.
ინტერნეტ ბრაუზერი წარმოადგენს პროგრამას, ტექნიკურად „HTTP კლიენტს“, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს „HTML დოკუმენტების“ ინფორმაციის ჩვენებას, ვებ-სერვერიდან ან ფაილური სისტემიდან. დღეისთვის მრავალი ინტერნეტ-ბრაუზერი არსებობს, მათ შორის პერსონალური კომპიუტერებისთვის ყველაზე პოპულარულია:
Internet Explorer,
Mozilla Firefox,
Safari,
Opera,
Netscape Navigator
Omniweb
OffByOne
Lynx
Links
ეს ის ბრაუზერებია რომლითც ჩვენ ვსარგებლობთ და ვაღწევთ ინტერნეტ სივრცეში.

Thursday, April 22, 2010

ინტერნეტ სტატისტიკა:


ინტერნეტ სტატისტიკა ძალიან საინტერესოა,მათთვის ვინც ქმნის ვებ-გვერდებს,ამათუიმ საზოგადოებრივ პროგრამას,პროექტს ინტერნეტში.
რეიტნგი ასახავს საქართველოს პროვაიდერების აბონენტთა პროცენტულ თანაფარდობას ტოპ.ინტერნეტ.გე სისტემაში მონაწილე საიტების მნახველების ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.http://top.internet.ge/ მოცემულია ქართული საიტების რეიტინგი,ამით ვიგებთ ,რომელია ყველაზე პოპულარული,რა აინტერესებს საზოგადოებას და რომელი ქვეყნებიდან შემოდიან.
უნიკალური მნახველების მიხედვით
Online 45.16%
Caucasus 36.13%
Wanex 4.88%
Grena 4.36%
Service 2.96%
Magti 1.84%
Telenet 1.81%
Other ISP 1.67%
CDN 1.18%
ბოლო განახლება 22/04/2010 15:50

Wednesday, April 14, 2010

wikipedia- ანუ უფასო ენციკლოპედია:


უამრავი თემაა,რაც გვაინტერესებს და არ ვიცით სად ვნახოთ,როგორ მოვიძიოთ.თან უნდა იყოს სანდო ინფორმაცია და ხელმისაწვდომი რათქმაუნდა, სწორედ ამ დროს „მშველელად“ გვესახება wikipedia .
ამ უფასო ენციკლოპედიას ქმნის ხალხი,თვითონვე ახდენენ ინფორმაციის გადამოწმებას და შეიძლება ვთქვათ რომ ნამდვილად საიმედო და უტყუარია,ამას გარდა ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ნებისმიერ თემაზე, მაგ.: გეოგრაფია,ეკონომიკა,ისტორია,მეცნიერება, რელიგია,საზოგადოება, საქართველო,სპორტი, ტექნიკა, ხელოვნება. ეს მხოლოდ ნაწილია ქართული ვიკიპედიის, მსოფლიო ინფორმაციას ფლობს და ძალიან კომფორტულია ყველასთვის.

Wednesday, April 7, 2010

ქართული სოციალური ქსელები


ვიდრე ქართულ სოციალურ ქსელებზე ვისაუბრებდეთ,გავარკვიოთ რა არის საერთოდ სოციალური ქსელი?
სოციალური ქსელი ეს არის სისტემა სადაც გაწევრიანებულია სხვადასხვა ეროვნების ხალხი, რომლებიც მარტივი გზით უკავშირდებიან ერთმანეთს, უზიარებენ ფაილებს, სურათებს, ვიდეო ფაილებს მუსიკებს, პირად ინფორმაციას და სხვა…
საქართველოში ჯერ კარგად არ ვიცნობთ ქართულ სოციალურ ქსელებს და ვიყენებთ სხვა ქვეყნების სოციალურ ქსელებს მაგალითად: ; და ა.შ. იმდენად პოპულარულია საქართველოში ეს ქსელები,რომ ქართულ ქსელებს იყენებდნენ კი არა, არც კი იცნობდნენ ქართველები.ეს ალბათ ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია,რადგან ქართულ ქსელებზე მეტად უცხოური სოციალური ქსელები უფრო განვითარებული და მრავალფეროვანი ეგონათ.
გაჩნდა კითხვა რატომ უცხოური და რატომ არ უნდა ვიყოთ უფრო განვითარებული ამ მხრივ,დიდი დაინტერესების შედეგად დაიწყო ახალი სოციალური ქსელების შექმნა და მათი განვითარება.
დღეს შეიძლება ითქვას რომ ყველა თემას მოიცავს ქართული სოციალური ქსელები,ყურადღება გამახვილებულია ქართულ თემებზე,შეიქმნა უამრავი ბლოგი სადაც აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს,სოციალური ქსელებია მაგ. ;;; ; ; და ა.შ.
ეს ჩამონათვალი მხოლოდ ნაწილია ქართული ქსელების,რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება უცხოურს. საქართველოში ქართულ სოციალურ ქსელებს მალე ყველა გაიცნობს და იმედი ვიქონიოთ ,რომ არამარტო საქართველოში გახდება ცნობილი.